ახალი ამბები

„ვისაც მასწავლებლობა იოლი და მარტივი ჰგონია, მათთვის აღვწერ ძალიან ჩვეულებრივ დღეს“

„ვისაც მასწავლებლობა იოლი და მარტივი ჰგონია, მათთვის აღვწერ ძალიან ჩვეულებრივ დღეს“

ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი, თამარ ცანავა, 24 მარტს გამოქვეყნებულ წერილში დეტალურად აღწერს მასწავლებლის ერთ დღეს და ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელიც სკოლიდან სახლში მიდის, მას სკოლა სახლში მიჰყვება:

ვისაც მასწავლებლობა იოლი და მარტივი ჰგონია, მათთვის შემიძლია მოკლედ აღვწერო ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღე:

  1. დილას 08:00დან მოგდის მესიჯები ან ზარები თუ რომელიმე მოსწავლე აცდენს და ყველას უნდა უპასუხო;
  2. თუ არ მოგდის ასეთი მესიჯები და ხედავ რომ ვინმე არაა, უნდა მიწერო ან დაურეკო, რომ გაიგო, რატომ არ არის ბავშვი;
  3. შედიხარ გაკვეთილებზე (დღეში მინიმუმ 3-4, მაქსიმუმ 6-იც აქვთ ხოლმე) და დადიხარ – საუბრობ-ხსნი (პარალელურად, სსსმ მოსწავლეები თუ გყავს, ორმაგად იხარჯები, რომ ისინიც ჩართო გაკვეთილის პროცესში და არც სხვებს მოაკლდეს აქტივობები. ბალანსი უნდა დაიცვა და ეს კიდე ცალკე უნარია);
  4. პირველ და მეორე ცვლას შორის თუ გაქვს ფანჯარა, მოდიხარ სახლში (მე ახლოს ვცხოვრობ, ზოგი ვერც მოდის და დილის 8-დან საღამოს 5 საათამდე სკოლაშია) და სახლში საქმეს აკეთებ, ან ბავშვებს დახედავ, ან ვისაც ჰყავს მოხუცი, დედ-მამას საჭმელს გაუკეთებს და ა.შ. (ვინც რაიონშია ან სკოლა კილომეტრებით შორს აქვს, ამას ვერც ახერხებს, რა,თქმა,უნდა);
    5. როგორც იქნა, დასრულდება მეორე სმენაც და მოდიხარ სახლში. ვერც ისვენებ, რადგან ქალი ხარ და ათასი საქმეა. მე პირადად თან ვსწავლობ და 6 საათიდან 10-მდე ლექციებზე ვზივარ (ისევ იმისთვის ვსწავლობ, რომ განვვითარდე პროფესიაში);
  5. სახლის ან პირად საქმეებს თუ მოასწრებ, მერე უნდა დაჯდე და წერო… ოღონდ ამ წერას/შესწორებას/რეფლექსიას/პროექტებს/პრეზენტაციებს/კომპლექსურებს/შემაჯამებლებს/ დამრიგებლის პორთფოლიოს/კათედრის პორთფოლიოს/ხარისხის ჯგუფის გაკვეთილების რეფლექსიებს/მშობლებთან რამე პრობლემის განხილვას/კრების დაორგანიზება-ჩატარებას/ თათბირებს თიმსში/სიახლეების გაცნობას/გამოცდებისთვის მზადებას/ტრენინგებზე დასწრებას/პრობლემებზე პროტესტს და გადაჭრის გზების ძიებას ბოლო არ
    უჩანს!

ამასობაში გადის დრო, მოიხრდავ და უი, უკვე 12 წელია (პირობითად) მასწავლებელი ვარ და რა უცებ გაზრდილან ჩემი შვილები… როგორ შეპარვიათ ასაკი ჩემს მშობლებს, როგორ ცდილობს სამსახურიდან მოსული ჩემი ქმარი ჩემი ყურადღება მიიქციოს და მე ამ დროს ტესტებს ვასწორებ, ბავშვი მეძახის, რომ დავაძინო და ვთხოვ ბაბუასთან დაიძინოს, რადგან მოსასწრები მაქვს პროექტის რეფლექსია… და ვიღაც მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ მასწავლებლებს რა გიჭირთ, შუადღეს სახლში ხართ და 3 თვე ისვენებთო!

მესმის, რომ ყველა პროფესია რთული და საპასუხისმგებლოა, მესმის, რომ ჩვენზე უარეს დღეშიც არიან ალბათ ადამიანები, მაგრამ ნახეთ რა ძირითადი განსხვავებაა ჩვენს პროფესიასა და სხვებს შორის: მასწავლებელი სახლში რომ მიდის, სკოლა “სახლში მიჰყვება” და უფლება არ გვაქვს, ის კარის ზღურბლთან დავტოვოთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი — ედუს საცნობარო სამსახური
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.