ახალი ამბები

უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა – მედია

უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა – მედია

უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიაში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან.

რა ვიცით ამ დროისთვის

მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, – ადასტურებენ კონტრიერიშის დაწყებას.

სამხედროების ცნობით, იერიში მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებით. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, შეტევაში გადავიდნენ მოიერიშე დანაყოფები, შეიარაღებულნი დასავლური იარაღით.

რუსული „სამხედრო ბლოგერები/კორესპონდენტები“ აგრეთვე წერენ ზაპოროჟიეში მიმდინარე ბრძოლებზე. იგორ სტრელკოვი, დონბასში პრო-რუსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, ამბობს, რომ კონტრიერიში უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო.

მათ გარდა ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელების შეტევაზე გადასვლის შესახებ განაცხადა სერგეი შოიგუმაც, თუმცა ის ირწმუნება, რომ რუსულმა მხარემ მოახერხა შეტევის მოგერიება.

უკრაინელთა კონტრიერიშის შესახებ ჰკითხეს რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერს, ევგენი პრიგოჟინსაც. მისი აზრით, შეტევა დაიწყო და „აუცილებლად გაგრძელდება“, ხოლო ამჟამინდელი ტალღა არის „ორდღიანი“.

რას უნდა ველოდოთ

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გაგრძელდება და რა მიზნები აქვს კონტრიერიშს. უკრაინელი ოფიციალური პირები ამაზე საჯაროდ ლაპარაკისგან თავს იკავებენ.

„ვაშინგტონ პოსტის“ ვარაუდით, ზაპოროჟიაში წინსვლით უკრაინამ შესაძლოა, გაწყვიტოს სახმელეთო ხიდი რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორი, გაათავისუფლოს ოკუპირებული მელიტოპოლი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

კონტრიერიშის მიზნებსა და შესაძლო შედეგებზე გირჩევთ: რას უნდა ველოდოთ უკრაინის კონტრშეტევისგან? | ინტერვიუ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.