სიონის ტბაში მოზარდი დაიხრჩო
სონის ტბაში მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების განცხადებით, მიიღეს შეტყობინება, რომ მოზარდი წყალში გაუჩინარდა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან გავიდა და ადგილზე მიემართება მყვინთავთა ჯგუფიც.
ინფორმაცია სიონის წყალსაცავში მოზარდის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად პარტია „ლელოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა გაავრცელა. ჩერქეზიშვილი წერდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან 20-25 წუთში მივიდა:
„უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ“, — წერდა ჩერქეზიშვილი.
20:24 განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მაშველებმა ტბიდან მოზარდის ცხედარი ამოსავენებს. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც.
ფოტო: ნიკა ჩერქეზიშვილი.