ახალი ამბები

სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ფაქტობრივად, დავასრულეთ — მღებრიშვილი

სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ფაქტობრივად, დავასრულეთ — მღებრიშვილი

შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა დღეს, 16 აგვისტოს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიცენტრში რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის შემოწმება დარჩა, ხვალისთვის კი მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება.

“ფაქტობრივად, დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება და ძებნა-შველის სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს ტერიტორიის პატარა ფრაგმენტი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, — განმარტა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის შოვში სტიქიის ზონაში 26 ცხედარი იპოვეს, მათ შორის 23 იდენტიფიცირებულია. 7 ადამიანს კი მაშველები კვლავ ეძებენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.