ახალი ამბები

22 სექტემბერს, 11 საათზე, პარლამენტთან აქცია იმართება

22 სექტემბერს, 11 საათზე, პარლამენტთან აქცია იმართება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 22 სექტემბერს, 11 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ.

პარალელურად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

მინისტრებს კითხვებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.

გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში უნდა უპასუხოს 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასა და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებაზე არსებულ კითხვებს, დავითაშვილმა კი — ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.