სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა
27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
“მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზურაბიშვილი შეხვედრის შემდეგ.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტს მთავრობა არ მისცა თანხმობა სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტებზე და ასეთი შეხვედრების გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან. გუშინ ის ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს და “ყველას შეხვდება”, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.