ახალი ამბები

ნეპალში მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნეპალში მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნეპალის დასავლეთ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირთან ახლოს იყო.

სტიქიის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. BBC აღნიშნავს, რომ მიწისძვრას ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე მომყოლი ბიძგები მოჰყვა რის გამოც, ადგილობრივებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს მათი სახლების ნგრევის შიშით. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ისიც აბრკოლებს, რომ მიწისძვრის შედეგად რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზები ჩაიხერგა.

ნეპალი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. მძლავრი, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში გასულ თვესაც მოხდა, თუმცა ყველაზე დამანგრეველი 2015 წელს მომხდარი სტიქია იყო. მაშინ ბიძგების სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრად მოჰყვა რამდენიმე არანაკლებ ძლიერი მომყოლი ბიძგები. 2015 წლის მიწისძვრის გამო ნეპალში 9 000 ადამიანი დაიღუპა, 22 309 კი დაშავდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.