ახალი ამბები

22 წლის ტაილერ რობინსონი არ აღიარებს ბრალს ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეში

იუტას შტატის გუბერნატორის, სპენსერ კოქსის განცხადებით, 22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელიც კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაშია ბრალდებული, საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობასაც უარს აცხადებს.

„მან ბრალი არ უღიარებია. გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, თუმცა მისი გარემოცვა აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა გუბერნატორმა.

სპენსერ კოქსმა ასევე დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი სოციალურ პლატფორმაზე Discord საუბრობდა კირკის მკვლელობაზე. კონკრეტულად, რობინსონმა კომენტარი დატოვა ერთ-ერთ შეტყობინებაზე და აღნიშნა, რომ დანაშაული თითქოს მისმა „ორეულმა“ ჩაიდინა.

ოფიციალური ბრალდების წარდგენა 16 სექტემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს მოკლეს იუტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს. მკვლელობის საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილი 12 სექტემბერს დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, რობინსონმა საკუთარ მამას აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მამაკაცმა ინფორმაცია პოლიციას გადასცა.

Shares

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.