მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების სია ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების სია ცნობილია

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ. წლევანდელ ფინალისტთა შორის არიან:

  • სოფო ბაჩილავა – მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი, სკოლა “ოპიზა”
  • ლამარა ბოლქვაძე – ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის და კასუმლოს საჯარო სკოლები.
  • გიტა თვალაბეიშვილი – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, თბილისის 168-ე საჯარო სკოლა
  • ხათუნა რაზმაძე – მათემატიკის მაწსავლებელი, წმინდა გიორგი სახელობის საერთაშორისო სკოლა.
  • აზა ხანგოშვილი – ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისის საჯარო სკოლა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.