პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი განცხადებას ავრცელებს.

245466381 120723327011596 3201582726680091779 n

ბესო ბენდელიანი: „მას შემდეგ, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება განაგრძობს ისეთივე ბინძური, ცილისმწამებლური და უკანონო მეთოდების გამოყენებას, რასაც პირველ ტურშიც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხევაში შეჩერდება ყველა ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, აღარ გაიცემა პენსია და სოციალური დახმარება და ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან . ცხადია ეს არის ტყუილი და ხელისუფლების უსუსური მცდელობა , როგორმე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე და დაშინების გზით გაიმარჯვოს არჩევნებში.

? ჩემი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ იგეგმება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება;

? გაიზრდება ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი;

? რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას; სოფლების უმეტეს ნაწილში დაიგება ახალი გზა;

? მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაანაცვლებს უმოქმედო პოლიტელიტას.»

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.