ფოთში ექვსი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ფოთში ექვსი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთში მდებარე პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-11, მე-15 საჯარო სკოლები, ორი კვირით სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ.

დანარჩენ სკოლებში კი, ჩვეულებრივად მიმდინარეობს სწავლა და მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები წერტილოვნადაც არ უტარდებათ.

„ექვსი სკოლა სრულად გადავიდა ონლაინრეჟიმზე. ესენია: I, II, III, V, XI და XV საჯარო სკოლები. ბევრი იზოლაციაშია გადასული და შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის ასე მართვა. იძულებული გავხდით, გადავსულიყავით ორი კვირით ონლაინზე. შეიძლება, ამ ორ კვირაში ცოტა დასტაბილურდეს სიტუაცია. რაც შეეხება სხვა სკოლებს, ჯერ ჩვეულებრივად მიმდინარეობს სწავლა. თუმცა, თუ აუცილებელი იქნება, წერტილოვნად შევზღუდავთ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ამის აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

ასევე იხილეთ:

სკოლები გახსნილი რჩება – საქართველოში დღეს კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წყარო: 1TV.GE

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.