კიევში შეტაკებებს 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა – CNN

В Харькове раздаются взрывы, летают истребители

კიევში შეტაკებებს 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სროლისა და შეტაკებებისას ერთი ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე სამოქალაქო პირი კი დაშავდა. როგორც ოხმადიტის საავადმყოფოს ექიმმა CNN-ს განუცხადა, დაშავებულებს შორის ორი მოზარდი და სამი ზრდასრულია.

მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.