უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთის ჯარებმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული RBC წერს, რუსული არმია კვლავ ცდილობს ქალაქის აღებას.
გამოცემის ცნობით, ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. როგორც უკრაინული RBC აცხადებს, ქალაქზე იერიში მტერმა წინა დღეებშიც მიიტანა, თუმცა გუშინ, უკრაინულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეების ნიკოლაევიდან განდევნა შეძლეს.
მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
13.10.2021NewsTbilisiახალი ამბებიКомментарии к записи “უთანხმოება დიალოგით უნდა გადაიჭრას” – ირანისა და აზერბაიჯანის მინისტრები отключены
12 ოქტომბერს ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს. ოფიციალური ცნობის თანახმად, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა ორ ქვეყანას შორის შექმნილი უახლესი ვითარება განიხილეს. […]
10.04.2022NewsTbilisiახალი ამბებიКомментарии к записи ესაა ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა – საგარეო ცხინვალის „არჩევნებზე“ отключены
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს. „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად […]
რუსული ოპოზიციური არხის „დოჟდის“ წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს აღჭურვილობით ეხმარებიან. ეს განცხადება მალევე უარყო ტელეარხმა, ხოლო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება კოროსტელიოვის განცხადებას, რომელიც მან გადაცემაში „აქ […]