რუსეთი PACE-დან ერთხმად გარიცხეს

რუსეთი PACE დან ერთხმად გარიცხეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას 216 ხმით, ნულის წინააღმდეგ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების გამო რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბელაში წარმომადგენლობის უფლება შეჩერებული ჰქონდა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ევროპის საბჭოს დატოვების  გადაწყვეტილება თავად მიიღეს და ამის შესახებ ოფიციალური მიმართვაც გააკეთეს.

ევროპის საბჭოს წესდების მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერი წევრი შეიძლება გავიდეს წევრობიდან გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ ფორმალური შეტყობინების წარდგენის საშუალებით.

ასეთი გასვლა ძალაში შევა ფინანსური წლის ბოლოს, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ის ძალაში შევა შემდგომი ფინანსური წლის დასასრულისთვის.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.