ბოლო 24 საათში კორონავრიუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

23 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსს საქართველოში 3 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პანდემიის პირველი წლის შემდეგ.

პანდემიას, ჯამში, ამ დრომდე 16 681 ადამიანი მესხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 644 112-ს.

დღევანდელი მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 6.64% ხოლო 7 დღის – 4.45%.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.