სოფო გორგოძემ 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყების დრო დაასახელა

სოფო გორგოძემ 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყების დრო დაასახელა

მასწავლებლობის მსურველთათვის და ასევე იმ პედაგოგებისთვის, ვისაც სურს სტატუსი აიმაღლოს, გამოცდებისთვის რეგისტრაცია ამ კვირის ბოლოს დაიწყება, – ამის შესახებ 23 მარტს, „რუსთავი 2“-ის ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

„გამოცდები ტარდება როგორც მასწავლებლობის მსურველებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, ვისაც სურს, აიმაღლოს სტატუსი. წელს პირველად გვექნება გამოცდა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანულს და სომხურს ასწავლიან, როგორც მშობლიურ ენას… ასევე, სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება, ვფიქრობ, უკვე კვირის ბოლოს. ასე რომ, ამ კვირაში ყურადღებით უნდა იყვნენ. ყველა შემთხვევაში, კვირის ბოლომდე, ჩვენს ვებგვერდზე თარიღს გამოვაქვეყნებთ და დაიწყება კიდევაც რეგისტრაცია… სტატუსის ცვლილება იწვევს ანაზღაურების ცვლილებას“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდით სტატუსის შეცვლის მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდებიც 2022 წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს.

ასევე იხილეთ:

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების ახალი წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.