ატიკას უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ატიკას უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

24-25 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკას უნივერსიტეტის (ათენი, საბერძნეთი) ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი, ელენი ტურნა.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებთან, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები ორ უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით.

ასევე, ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე „Balance score card and activity cost methods”, ხოლო დოქტორანტებისათვის – მასტერკლასი თემაზე „Theoretical framework and research methodology”. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

დასავლეთ ატიკას უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებენ თანამშრომლობას Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლოდაც გეგმავენ სტუდენტებისა და თანამშრომლების გაცვლას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.