სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა. სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ნარგავები. ქარმა მოგლეჯა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, სახლებს გადახადა სახურავები.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება.

„ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტოგადამცემი ხაზების ბოძები არის წაქცეული და დამტვრეული, საცხოვრეველ სახლებს სახურავებს გადახადა და ასევე, საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს ნაწილობრივ სახურავი”, – განუცხადა „ფორმულას“ ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.

ფოტო: „ფორმულა“

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.