გაეროს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს: მსურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ

59a09569 8bf3 4e92 81c1 8c6acdc48dc3 w1023 r1 s

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა“ მიულოცა.

წერილი, რომელიც 24 იანვრით არის დათარიღებული, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.

„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად…

მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ.

საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ“, — წერს გუტერეში კობახიძეს.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.