ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ ის ფრაქციას ტოვებენ
ახალი ამბები

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას ტოვებენ. განცხადება ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ და ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. სტატია განახლდება.
იტალიაში
ახალი ამბები

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა. როგორც Reuters წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ […]
მარტის აქციების მონაწილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც აშშ ში პროტესტის ნიშნად არ წავიდა
ახალი ამბები

მარტის აქციების მონაწილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც აშშ-ში პროტესტის ნიშნად არ წავიდა

რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართულ აქციებზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, თუმცა რომეო ტყეშელაშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვას აგრძელებს. ადვოკატები აცხადებენ, რომ რომეო ტყეშელაშვილი სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, […]
თბილისში მთის გამაგრების სამუშაოებისას ორი მუშა დაიღუპა
ახალი ამბები

თბილისში მთის გამაგრების სამუშაოებისას ორი მუშა დაიღუპა

თბილისში, სვანეთის უბანში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. „ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის […]
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ  უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების განცხადებით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად […]
„საბოლოო გადაწყვეტილება არაა, პროცესი გრძელდება“ – სააკაშვილის მხარე სტრასბურგზე
ახალი ამბები

„საბოლოო გადაწყვეტილება არაა, პროცესი გრძელდება“ – სააკაშვილის მხარე სტრასბურგზე

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხოლოდ დროებით ღონისძიებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისთვის კვლავ გრძელდება. როგორც ბრიფინგზე ადვოკატმა თქვა, სასამართლოს ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს […]
გუშინდელი ნაბიჯით პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს – სააკაშვილი
ახალი ამბები

გუშინდელი ნაბიჯით პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. ასე ეხმიანება სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 10 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთან ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმების შესახებ. „პუტინს […]
გაიხსნა რიგით 26 ე თბილისის ჯაზ ფესტივალი
ახალი ამბები

გაიხსნა რიგით 26-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი

9 მაისს გაიხსნა თბილისის რიგით 26-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი.  წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება მუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის ხსოვნას, რომელიც ჯაზ-ფესტივალის დაარსებიდან მისი მონაწილე იყო. „ტრადიციულად, ფესტივალი მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დატვირთული, მაყურებლის წინაშე წარდგებიან საუკეთესო, წელს ყველაზე მოთხოვნადი […]
„ნაციზმის დამარცხების რუსეთთან ერთად აღნიშვნა ისტორიის უპატივცემლობაა“ — სოვლაბი
ახალი ამბები

„ნაციზმის დამარცხების რუსეთთან ერთად აღნიშვნა ისტორიის უპატივცემლობაა“ — სოვლაბი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ წელსაც ნაციზმზე გამარჯვებას საქართველო კვლავ რუსეთის ფედერაციასთან და მის მოკავშირეებთან ერთად, 9 მაისს აღნიშნავს მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ეს თარიღი 8 მაისია. სოვლაბში აცხადებენ, […]
პარაპლანით ფრენები ახალი წესებით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან განახლდება
ახალი ამბები

პარაპლანით ფრენები ახალი წესებით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან განახლდება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარაპლანით ფრენის ახალი წესები და უსაფრთხოების სტანდარტები. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რამდენიმე დღეში შესაბამისი აქტი გამოიცემა, რის შემდეგაც ერთი თვის ვადაში ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მსურველებისთვის შესაძლებელი იქნება […]