ახალი ამბები

საქართველო გმობს ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინაში — საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას. „უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. 🇬🇪 condemns the illegal […]
ახალი ამბები

„თბილისობა 2022“-ის პროგრამა – ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის საინტერესო ლოკაციები და ღონისძიებები

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ 1-ელ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომზე ისაუბრა და მოქალაქეები თბილისობა 2022-ზე დაპატიჟა. ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ […]
ახალი ამბები

სანაია გამოუშვეს, საქმე აღიძრა, მუმლაძე პოლიციაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბესო შენგელიას ცნობით, პარტიის წევრი თენგო სანაია პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს და სახლში იმყოფება. შენგელიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სანაიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, იგი ცოლ-შვილის თანდასწრებით დააკავეს, გამთენიისას, ის გამოუშვეს. ამასთან, […]
ახალი ამბები

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

სკოლებში სასწავლო პროცესი მეორე კვირაა დაიწყო და პირველკლასელთა მშობლებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთობა, თუ სხვადასხვა პრობლემების მოგვარება ყოველდღიურ რუტინად იქცა. სასწავლო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ მაღალი კლასების მოსწავლეთა მეურვეებსაც, რადგან მშობელს, როგორც ბავშვის კანონიერ მეურვესა […]
ახალი ამბები

იტალიას ულტრამემარჯვენე მთავრობა და პირველი ქალი პრემიერი ეყოლება – წინასწარი შედეგები

ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჯორჯია მელონიმ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და უდიდესი ალბათობით ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. მედიის ვარაუდით, მელონი შექმნის იტალიის ყველაზე მემარჯვენე მთავრობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წინასწარი შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მელონის პარტია […]
ახალი ამბები

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

დამრიგებლის შრომა ისევე შეუფასებელია, როგორც თითოეული მასწავლებლის. დამრიგებელი, როგორც კლასის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირია, შუამავალია მშობელსა და სკოლას შორის. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზადაა მშობელთან კომუნიკაციისთვის, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. იმისთვის, […]
ახალი ამბები

ქართული ენა და ლიტერატურა – გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისთვის კლასების მიხედვით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა მოამზადა გზამკვლევები საგნების მიხედვით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ. როგორც ავტორები განმარტავენ, გზამკვლევი განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. ის დახმარებას გაუწევს ქართული ენისა და […]
ახალი ამბები

„მედუზას“ წყარო: კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მობილიზაციას განიხილავს

კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყარომ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაახლოებული უთხრა, რომ უკრაინაში საბრძოლველად არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების გაგზავნას გეგმავს, არამედ რუსთის […]
ახალი ამბები

სად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება 25 სექტემბერს „თბილისი მარათონის“ გამო

დედაქალაქის მერიის განცხადებით, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, 25 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება […]
ახალი ამბები

სპორტის უნივერსიტეტის შენობა დაინგრევა და მის ადგილას ახალი აშენდება

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დღევანდელი შენობის ადგილას ინვესტორის მიერ ახალი შენობა აშენდება – ამის შესახებ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა, 22 სექტემბერს, პარლამენტში, […]