CIU-ს სტუდენტების შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან

CIU ს სტუდენტების შეხვედრა პრემიერ მინისტრის მრჩეველთან

7 აპრილს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ადამიანის უფლებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სტუდენტებს საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, საკანონმდებლო ჩარჩო და სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტები გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმოიხილა ის მიმდინარე სამართლებრივი პროცესები, რომლებიც საფუძვლად ედება ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფას.

შეხვედრის ბოლო ნაწილი აქტიურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სტუდენტების ჩართულობით განიხილეს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესი და სახელმწიფოს სამომავლო გეგმები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით .

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.