CIU-ში საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გოჩა ჯავახიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

CIU ში საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გოჩა ჯავახიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გოჩა ჯავახიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების დინამიკა“.

სპიკერმა მიმოიხილა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ისტორიული ასპექტები, ქვეყნებს შორის არსებული თანამედროვე პოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები. აღინიშნა საფრანგეთის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები საფრანგეთში სწავლისა და კვლევის მიმართულებით.

ლექციას მოდერატორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი უწევდა.

ლექციის დაწყებამდე ელჩი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს შეხვდა.

უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციას სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.