„Eurowings“ 2023 წლის ბოლოდან ბერლინი-თბილისის რეისების დაწყებას გეგმავს

„Eurowings“ 2023 წლის ბოლოდან ბერლინი თბილისის რეისების დაწყებას გეგმავს

გერმანული ავიაკომპანიის, „ლუფტანზას“ შვილობილი „ეუროვინგზი“ [Eurowings] თბილისი-ბერლინს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს, იტყობინება გერმანული სამოგზაური ვებ-გვერდი „რაიზეტოპია“ და პროფილური ვებ-გვერდი „აერო რაუთზ“.

„აერო რაუთზის“ ცნობით, „ეუროვინგზი“ – „ლუფტანზას“ ლოუკოსტერი [იაფფასიანი] შვილობილი, გერმანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას 2023 წლის ბოლოსთვის გეგმავს და ფრენას ყოველ კვირას, ორშაბათობით განახორციელებს.

„ეუროვინგზის“ გვერდზე ბერლინი-თბილისის ბილეთები უკვე გაყიდვაშია. ყველაზე იაფი ბილეთი, მაგალითად, 18 დეკემბრის რეისზე, 180 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი – 330 ევრო.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.