ნეონატოლოგიური ცენტრი Nქირონ+-მა წარმატებით გაიარა საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი, „აკრედიტაცია კანადის“ (accreditation Canada) და მიენიჭა პლატინის ხარისხი.
„აკრედიტაცია კანადის“ პლატინის სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებულია და უფრო მაღალ მიღწევას ასახავს, ვიდრე ოქროს სტანდარტი.
![]()
„აკრედიტაცია კანადა“ მსოფლიოში ცნობილია თავისი 60-წლიანი გამოცდილებით. „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა დიდი გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკის ცოდნითა და ექსპერტიზის მრავალფეროვანი უნარებით.
„აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.