NAEC: წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 56 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო

NAEC: წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 56 700 ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებისა და სხვადასხვა ტურში გადამსვლელთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

დღეს, 10 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.

“ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება.
წელს ოლიმპიადაზე მოსწავლეთა აქტივობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, თუ გასულ წელს ოლიმპიადის პირველ ტურში 31 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, ახლა კი 56 700-ზე მეტი მოზარდი ჩაერთო; მეორე ტურში – 9 000 -მდე მონაწილე გადავიდა, მესამე ტურში კი 604 მოსწავლე. მნიშვნელოვანია, რომ მათგან ზოგიერთი რამდენიმე საგანს აბარებს”, – აღნიშნულია სტატისტიკურ ინფორმაციაში.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.

ასევე იხილეთ:

რა საჩუქრებს მიიღებენ ოლიმპიადაში გამარჯვებულები

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.