Nord Stream 1 დათქმულ დროს არ ამუშავდება

Nord Stream 1 დათქმულ დროს არ ამუშავდება

რუსეთმა განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენით ევროპას გაზის მიწოდება არც შაბათს აღუდგება.

ბალტიის ზღვაზე გამავალმა Nord Stream 1-მა მუშაობა 3 დღის წინ შეწყვიტა. რუსეთი აცხადებდა, რომ გაზსადენს რემონტი სჭირდებოდა და ის შაბათს ამუშავდებოდა, თუმცა პარასკევს განაცხადა, რომ შეკეთება ვერ მოხერხდა და ევროპისთვის გაზის მიწოდება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მოსკოვი გაზსადენის გაუმართაობას სანქციებს აბრალებს, რადგან მისი თქმით, Nord Stream 1-ის სათანადოდ შეკეთებას ვერ ახერხებს. თუმცა კომპანია სიმენსი, რომელიც გაზსადენს ემსახურება, აცხადებს, რომ სანქციები არ ეხება გაზსადენის საჭირობებს დაკავშირებულ პროდუქციასა და მომსახურებას.

Nord Stream 1-ის საკითხთან გაჩენილ ბუნდოვანებას დღეს წინ უსწრებდა ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეინმა დღეს განაცხადა, რომ მოვიდა დრო დაიწყოს მსჯელობა ზედა ჭერის უკვე რუსულ გაზზე დაწესებაზეც, რომელსაც ევროპა მილების საშუალებით იღებს. საუბარია ფიქსირებულ ზედა ზღვარზე,  რომლის ზემოთაც რუსული გაზის ფასი აღარ გაიზრდება ან ევროპელები აღარ იყიდიან.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.