ახალი ამბები

რუსეთის საელჩოსთან აქციის გამო მოსკოვმა სომხეთს ნოტა გაუგზავნა

“ყურადღება მივაქციეთ ინტერნეტ ქსელში გავრცელებულ მოწოდებებს სომხეთში რუსეთის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. მათი გავრცელების შემდეგ დიპლომატიური მისია ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი მთლიანად დაიბლოკა. მისი ფუნქციონირება კვლავ შეუძლებელია. ვართ მუდმივ კონტაქტში სომხეთის შესაბამის უწყებებთან. […]
ახალი ამბები

ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა – აფხაზური ტელეგრამ არხი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს. ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის […]
ახალი ამბები

“მოსავლის ასაღებად გასულ ყარაბაღელებს აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა” – სტეპანაკერტი

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის შს სამინისტროს განცხადებით, ხორბლის მოსავლის ასაღებად გასულ გლეხებს აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა. “გავედით მოსავლის საკრეფად, მაგრამ 15 წუთი მუშაობაც არ გვაცალეს”, – ციტირებს ადგილობრივ კარენ გასპარიანს azatutyun.am. ადგილობრივთა მონაყოლით, ცეცხლი აზერბაიჯანულმა მხარემ მათ […]
ახალი ამბები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება

საქართველოში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციები [სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიური სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის] მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან. ჩვენ, […]
ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ  უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების განცხადებით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად […]
ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთში რუსულ პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვის კონტროლს იწყებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომლის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის, რუსეთის ბიუჯეტიდან გაცემული პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვა გაკონტროლდება. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პროტოკოლი, რუსეთ-აფხაზეთის 2015 წლის დიდი შეთანხმების ნაწილია, რომელიც აქამდე […]
ახალი ამბები

“გულისამაჩუყებელია სომხეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი” – კლაარი

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სომხეთის მიერ თურქეთის დახმარების საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა. “თურქეთში მომხდარი ასეთი დიდი ტრაგედიის პირობებში, გულისამაჩუყებელია მეზობელი სომხეთისთვის მხარდაჭერის ხილვა და თანმდევი დადებითი რეაქციები მასზე”. In the face of so […]
ახალი ამბები

ყარაბაღში აქციაზე პლაკატები ქართულ ენაზეც გამოიტანეს

აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით, დღეს სტეპანაკერტში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა სხვადასხვა ენაზე დაწერილი პლაკატები გამოიტანეს. მათ შორის, პლაკატები იყო ქართულ ენაზეც. გზა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა […]
ახალი ამბები

მთავრობა: ზარდიაანთკარში ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღვადგენთ

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღადგენს. მთავრობის შესაბამის განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, სახლების აღდგენაზე 1 მილიონ […]
ახალი ამბები

ბიჭვინთის საკითხის განსახილველად აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ

აფხაზეთში ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აიდგილარას” ცნობით, აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც 10 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დანიშნულია რუსულ მხარესთან ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საკითხის განხილვა. იქამდე ინალ არძინბამ, დე ფაქტო საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს […]