ახალი ამბები

გამყრელიძე გაძლიერებული კამპანიით დამატებით მაქსიმუმ 200 ათასის აცრას ვარაუდობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, დამატებით შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანის აცრა. ამასთან დაკავშირებით NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის სავალდებულო მექანიზმების რეკომენდაციები წარადგინა: “არსებობს სავალდებულო […]
ახალი ამბები

აფხაზეთის ენერგომოხმარება – რატომ გახდა რუსეთი მთავარი ენერგოიმპორტიორი

საქართველოში 2021 წლის პირველ 8 თვეში მეზობელი ქვეყნებიდან 1715.9 მილიონი კილოვატ/საათის ენერგიის იმპორტი განხორციელდა. ენერგიის იმპორტში რუსეთის ფედერაციის წილი 61.15 პროცენტია, რაც 1049.4 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის “ესკოს” თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის […]
ახალი ამბები

ონთან მიწისძვრა მოხდა

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ირიში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენს. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ახალი ამბები

კასპში, “ოცნების” ოფისთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კასპში, “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მოქალაქეები “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატთან ერთად წყლის პრობლემას აპროტესტებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “ოცნებაში” მომხდარს ენმ-ის პროვოკაციად აფასებენ. “ფორმულას” თანახმად, ოფისთან კასპში მცხოვრები დევნილები იყვნენ შეკრებილნი, ინციდენტი კი მას შემდეგ დაიწყო, […]
ახალი ამბები

#ისქალიმევარ — კობახიძის განცხადების შემდეგ გახარიას მხარდამჭერებმა კამპანია დაიწყეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში კამპანია “ის ქალი მე ვარ” დაიწყეს. სტატუსი ჰაშტაგით “ის ქალი მე ვარ” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა: ნათია […]
ახალი ამბები

“ოცნებას” რომ მოენდომებინა, ამაზე ნათლად თავს ვერ წარმოაჩენდა პარტნიორების წინაშე – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ირაკლი კობახიძესთან მომხდარი დაპირისპირებით “ქართულმა ოცნებამ” პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი სახე აჩვენა. მელიას თქმით, იმის გამო, რომ დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან “ქართული ოცნების” აქტივისტები […]
ახალი ამბები

ერთი თვის განმავლობაში განვაგრძობთ “ენკასთან” კომუნიკაციას — ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. “კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა […]
ახალი ამბები

ოცნება განაცდა – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახით “განაცდა”. ასე გამოეხმაურა გახარია ღარიბაშვილის, რომელიც მას 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაში ადანაშაულებს. “ჯერ ერთი, ღარიბაშვილს მაგას არავინ არ ეკითხება და მეორე, […]
ახალი ამბები

განკვეთილი ბერ-მონაზვნები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა 7 სასულიერო პირი — ბერ-დიაკონი პეტრე ღუდუშაური, მონაზონი ათინოგენ მდივანი, მონაზონი დანიელ გვილავა, მონაზონი ამბროსი სხულუხია, მონაზონი დავით ხელაია, მონაზონი ბასილ გვილავა და მონაზონი მარკოზ წულაია — განკვეთა. ყჭონდიდის მიტროპოლიტის ბრძანების […]
ახალი ამბები

“სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით ISFED ცესკოში ჩივის

არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ცესკოს ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა. საუბარია ბანერებზე, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში 17  სექტემბრის ღამით გამოჩნდა. ბანერებზე წერია “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე […]