UK საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის £5 მილიონზე მეტს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად დამატებით 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ცხოვრობს რუსული აგრესიის წინა ხაზზე. პუტინს არ უნდა მიეცეს ნება, რომ საკუთარი კიბერ შესაძლებლობები საქართველოს სუვერენულ ინსტიტუციებზე დაყრდნობით ალესოს [დახვეწოს, გააუმჯობესოს]”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ევროპაში მშვიდობის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და ალიანსი მხარს დაუჭერს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მათ შორის, საქართველო.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.