World Economic Forum- მა და გრუნიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

World Economic Forum მა და გრუნიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და საკმაოდ იშვიათად გლობალურადაც, World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობა მოიცავს კვლევით, აკადემიურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რაც ქართული მხარისთვის სრულიად ახალი ტიპის შესაძლებლობებს გახსნის და ჩართავს მას მსოფლიო დონის პროექტებში.

მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ WEF-თან გააფორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჩაერთვება ისეთ მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში, როგორებიცაა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, მომავლის სამსახური, გენდერული, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვლევები და მრავალი სხვა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, აგრეთვე, მიეცემა შესაძლებლობა, WEF-თან თანამშრომლობით, განახორციელოს საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში და ჩაერთოს WEF-ის ღონისძიებებში შვეიცარიასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

აღნიშნული თანამშრომლობა უპრეცედენტოა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და სრულიად ახალი მასშტაბის შესაძლებლობებს უხსნის მას ინტერნაციონალიზაციისა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების კუთხით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

NewsTbilisi
Автор NewsTbilisi 31064 статьи
NewsTbilisi.info — это независимый новостной проект о Грузии