საქართველოს წყვილმა ფიგურული სრიალის გრან პრის მესამე ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა გრან პრის მესამე ეტაპზე, საქართველოს წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

სპორტულ წყვილებში მედლები 3 სექტემბერს გათამაშდა, 18 წლის ლუკა ბერულავასა და 17 წლის კარინა საფინას წყვილისთვის კი ეს სადებიუტო გამოსვლა იყო.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის თანახმად, “წყვილმა ურთულესი , ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა, მხოლოდ ერთ რუს სპორტულ წყვილს დაუთმო პირველი პოზიცია და სეზონის საწყის ეტაპზე სერიოზული კონკურენცია გაუწია სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ სპორტულ წყვილებს”.


“8 ქვეყნის 11 მონაწილეს შორის , სადაც ფავორიტებად 3 რუსი სპორტული წყვილი ითვლებოდა, ქართველმა სპორტსმენებმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ , თავიანთ სადებიუტო გამოსვლაში, თავისუფალ პროგრამაში ყველა მათ კონკურენტზე მაღალი ტექნიკური ქულა ( 54.92) მოაგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 168.26 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, რაც გრან-პრის ეტაპების ნაწილში ,ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შედეგი იყო სპორტული წყვილების კატეგორიაში”, — აღნიშნავს ფედერაცია.

გრან პრის მესამე ეტაპზე პირველი ადგილი ანასტასია მუხროტოვასა და დმიტრი ევგენიევის, მესამე ადგილი კი — პოლინა კოსტიუკოვიჩისა და ალექსეი ბრიუხანოვის წყვილმა დაიკავა. ორივე წყვილი რუსეთს წარმოადგენდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.