ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ ტრანპოსრტის აღდენას – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მხარს დაუჭერს საჯარო საქალაქო ტრანპორტის აღდგენის გადაწყვეტილებას.

მან ეს განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა.

“ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, ისე როგორც ეს დაპირებული იყო მოქალაქეებისთვის, რათა ადამიანებმა ეფექტურად შეძლონ გადაადგილება სასწავლო პროცესში ჩართვისთვის.

ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყის ნიშნულს, რომელზეც ჩვენ ვიყავით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ქალაქებში საჯარო ტრანპორტი 13 სექტემბერამდე არ იფუნქციონირებს. მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.