მოსკოვი ცხინვალს არ ეთანხმება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში
რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ცხინვალის მიერ, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება, სამართლებრივად არასწორია.
17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაიმართება “რეფერენდუმი რუსეთს შემადგენლობაში შესვლაზე”, მაგრამ ფორმალურად პლებისციტის კითხვა ასე დგას: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?
“თუკი სერიოზულად მივუდგებით, ეს საკითხი იურიდიულად დასამუშავებელია. რადგან, თუ სწორად გვესმის, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად ჩამოყალიბებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდულად ეს გარკვეულია კაზუსია”.
მისივე თქმით თუკი საკითხი შეეხება “გაერთიანებას”, მაშინ ეს რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომაც, საჭიროა ფორმულირებაზე ფიქრი. მე უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ რაიმე ნაბიჯები ამ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან არ გადადგმულა და არც იგეგმება”, – განაცხადა პესკოვმა.