ახალი ამბები

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

9 სექტემბერს გაიმართა ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია. საუკეთესო ფილმისთვის ოქროს ლომი გადაეცა იორგოს ლანთიმოსის ფილმს – „Poor Things”.

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

იორგოს ლანთიმოსი ოქროს ლომით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

გრან პრი გადაეცა რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმს – „ბოროტება არ არსებობს (悪は存在しない )”, ხოლო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა მატეო გარონე ფილმისთვის – Io Capitano”.  მატეო გარონეს ფილმში განსახიერებული როლისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც მსახიობად დასახელდა – სეიდუ სარრი.

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

მარცხნიდან – სეიდუ სარრი და მარეო გარონე პრიზებით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

სპეციალური ჟიურის პრიზი გადაეცა აგნიეშკა ჰოლანდს ფილმისთვის -„მწვანე საზღვარი”. საუკეთესო სცენარისთვის კი დაჯილდოვდნენ გილერმო კალდერონი და პაბლო ლარრაინი ფილმისთვის – El Conde”.

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

აგნიეშკა ჰოლანდი ჟიურის სპეციალური პრიზით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა კეილი სპენი ფილში „პრისცილა” განსახიერებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცად კი დასახელდა – პიტერ სარსგაარდი ფილმისთვის – „Memory”.

ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები

კეილი სპენი ვოლპის თასით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.