გაიცანით მეწარმეები აფხაზეთიდან : მედიკო შვილდაძე — დაბა აგუძერადან.

14 წლის გოგონა იყო ბოლო გემის მგზავრი, რომელმაც აფხაზეთი, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დატოვა. დღეს უკვე, 44 წლის მედიკო შვილდაძე მცირე მეწარმეა და ქუთაისში მეგობართან ცირა ხუჯაძესთან ერთად, პატარა ბიზნესს -,,ყავისა და ტკბილეულის სივრცეს’’ —Coffee friends since 2019 და საჩუქრების მაღაზიას ,,ბლუმსი » ფლობს.

დავიბადე აფხაზეთში. ვსწავლობდი სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში. დედა სამხედრო ექთანი იყო, აგუძერას საავადმყოფოში, საველე ჰოსპიტალ ,,კობრა’’-ში მუშაობდა. იმ დღეს, როდესაც ეს შენობა დაიბომბა, ის საავადმყოფოში არ იმყოფებოდა, ჩვენ გვაცილებდა და აცდა ამ ტრაგედიას. ორი წლის განმავლობაში, დედა აფხაზეთში ჩარჩა, თავიდან გვეგონა, რომ დაიღუპა. შემდეგ, წითელი ჯვრის დახმარებით გავიგეთ, რომ ცოცხალი იყო . მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა მან აფხაზეთიდან გადმოსვლა“-ამბობს მედიკო ჩვენთან საუბრისას.

როგორც გვიყვება, აფხაზეთის დატოვების შემდეგ ჯერ ზესტაფონში მოუწია ყოფნა, შემდეგ ქუთაისში, წლების განმავლობაში ,,ჭომის’’ დასახლებაში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობდა. 5 წლის წინ კი, სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო.

ემიგრაციაშიც მომიწია რამდენიმე წელი ყოფნა. ვცხოვრობდი ბარსელონაში. დედის ჯანმრთელობის გაუარესების გამო 6 წლის წინ დავბრუნდი საქართველოში . მძიმე სენით იყო დაავადებული და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მე კი, ისევ ემიგრაციას, ჩემს სამშობლოში დარჩენა ვამჯობინე. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ამ პატარა ქალაქში. დღევანდელი ჩემი ბიზნესის ინსპირაცია, ბავშობიდან ყავის განსაკუთრებული სიყვარული გახდა. დევნილობაში ნამდვილი ყავა ძნელად იშოვებოდა. ამიტომ მოსახლეობა მუხუდოს აშრობდა და ხალავდა , შემდეგ ფქვავდნენ და ყავას ამზადებდნენ . ამიტომაც, გამიჩნდა სურვილი ქუთაისში ნამდვილი ყავა შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. პატარა სივრცე მექირავებინა, სადაც ჩემს იდეას ფრთებს შევასხამდი. ერთ დღესაც, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი სილამაზის სალონის გვერდით პატარა სტენდი ქირავდებოდა მისაღებ ფასად. ასე გადავწყვიტე ყავის პატარა კუთხის გახსნა ავტოქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც დავარქვი ,, ყავის დაფქვა მედეასთან’’. მე თვითონ შევქმენი სხვადასხვა მარცვლისგან ჩემი გემოს ნაზავი და სტაბილურად ერთიდაიგივე გემოს ვთავაზობდი მომხმარებელს. ერთ წელიწადში კი გაფართოების და ქალაქის ცენტრში გადასვლის იდეა გამიჩნდა . ჩემს მეგობარ ცირას შევთავაზე ახალი ყავის სივრცე ერთად გაგვეხსნა. ასე გაჩნდა სავაჭრო ცენტრ » ქარვასლაში » ყავისა და ტკბილეულის სივრცე -«coffee friends cinse 2019».

მომხმარებელთან ყოვედღიურმა შეხებამ კი კიდევ ერთ ახალ იდეამდე მიიყვანა . შევისწავლე ბაზრის სხვა საჭიროებებიც და მივხდით , რომ ქალაქში არ იყო ტკბილეულისა თუ სხვა საჩუქრების შეფუთვის სერვისი. ამ პერიოდისათვის «საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციამ » გამოაცხადა საგრანტო კონკურსი მეწარმე ქალებისთვის . გავიარე გასაუბრება და გავხდი პროექტის მონაწილე . პროექტის ფარგლებში გავიარე ფინასთა სამინისტროს აკადემიის კურსი მეწარმე ქალებისათვის, შევადგინე ბიზნეს გეგმა და მივიღე დაფინანსება . სივრციდან ყოველდღიური საქმინობით გამომუშავებული თანხით და მოპოვებული გრანტით, მე და ჩემმა მეგობარმა საჩუქრების მაღიზია ,,ბლუმსი“ -გავხსენით, სადაც ვყიდით როგორც საჩუქრებს, ასევე ვახდენთ მათ შეფუთვას. გარდა ამისა ვთავაზობთ მომხარებლებს სადღესასწაულო მომსახურებას».დღეს უკვე, ორ სივრცეს ამუშავებენ და ფიქრობენ სამომავლო განვითარებაზეც“.#მეწარმეებიაფხაზეთიდან

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.