ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის დელეგაცია რომის სან დომენიკოს და ტეზიოს უმაღლეს სასწავლებლებს ეწვია

გორის უნივერსიტეტის დელეგაცია რომის სან დომენიკოს და ტეზიოს უმაღლეს სასწავლებლებს ეწვია

მიმდინარე წლის 28 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ მაია ჯიჯავას შემადგენლობით რომის სან დომენიკოს და ტეზიოს უმაღლეს სასწავლებლებს ეწვივნენ.

სან დომენიკოს უმაღლეს სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ისეთ მიმართულებით, როგორიცაა ერთობლივი საბაკალავრო და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებაზე ლინგვისტური მედიაციისა და თარგმანის მიმართულებით.

ტეზიოს უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მასპინძელი ორგანიზაციის დირექტორ სტეფანო ამოდიოსთან ერთად განიხილა მოკლევადიანი ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების განხოციელების საკითხი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა გასტრონომიული ტურიზმი და დიზაინი და ასევე, ტეზიოს უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებული ტურიზმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის საკითხი.

სამუშაო შეხვედრების დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმებაზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.