აფხაზეთის ენერგომოხმარება – რატომ გახდა რუსეთი მთავარი ენერგოიმპორტიორი

საქართველოში 2021 წლის პირველ 8 თვეში მეზობელი ქვეყნებიდან 1715.9 მილიონი კილოვატ/საათის ენერგიის იმპორტი განხორციელდა.

ენერგიის იმპორტში რუსეთის ფედერაციის წილი 61.15 პროცენტია, რაც 1049.4 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის “ესკოს” თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის 88.02 პროცენტი მოხმარდა კონკრეტულად დე ფაქტო აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარებას.

მაგალითისთვის, იანვრის თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის 72.3 პროცენტი და მარტის თვეში თითქმის 88.2 პროცენტი დე ფაქტო აფხაზეთის მომარაგებისთვის წარიმართა, ხოლო თებერვალსა და აპრილში აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა რუსეთიდან იმპორტირებული 431 მილიონი კილოვატ/საათის ენერგიის 100-ვე პროცენტი.

დე ფაქტო აფხაზეთის იმპორტირებული ენერგიით უზრუნველყოფა შეწყდა მაისის თვეში, რაც ემთხვევა ენგურჰესის ამუშავებასა და საქართველოში ადგილობრივი ენერგიის გამომუშავების მატების პერიოდს.

მაისის თვის შემდეგ, წინა თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსული ენერგიის იმპორტიც. მაგალითისთვის მაისის თვეში რუსეთიდან იმპორტი სრულიად არ განხორციელებულა, ივნისში რუსულმა იმპორტმა შეადგინა 2.979 მლნ.კვტსთ, ივლისში – 0.166 მლნ.კვტსთ და აგვისტოში 9.245 მლნ.კვტსთ.

დე ფაქტო აფხაზეთის ენერგო მოთხოვნის დაკმაყოფილება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიით ხდება, რაც ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო, იანვრიდან მაისის თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ამ დროის განმავლობაში საქართველო რუსეთის ფედერაციდან ენერგიას “სპეციალურ” ფასად იღებდა, რაც კილოვატ-საათზე 0.5 ამერიკულ ცენტს შეადგენდა, მაშინ როდესაც “გალტ & თაგარტის” 2020-2021 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, რუსული ენერგიის საბაზრო ღირებულება საშუალოდ 4.5 – 5.3 ამერიკულ ცენტამდე მერყეობდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.