ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა – პირველადი შედეგები

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობაში ენმ იქნება.

ზუგდიდის საკრებულო სულ 35 წევრისაგან შედგება. აქედან 20 პროპორციული წესით არიჩევა, ხოლო 15 მაჟორიტარულით. ენმ-მ “ქართულ ოცნებას” პროპორციულ ნაწილშიც სძლია და უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქიც მოიგო პირველივე ტურში (ბარიერი 40%-ია). აღსანიშნავია, რომ ენმ-ს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყოლია საკუთარი კანდიდატი და ზოგგან სხვა ოპოზიციონერს უჭერდა მხარს.

არჩევნების პირველადი შედეგებით ენმ-ს 23 წევრი ეყოლება ზუგდიდის საკრებულოში, “ქართულ ოცნებას” – 18, ხოლო გახარიას “საქართველოსთვის” – 3. ერთი მანდატის ბედი მაჟორიტარული არჩევნების შედეგად გადაწყდება II ტურში ენმ-სა და “ოცნების” კანდიდატებს შორის, თუმცა ეს მანდატი უმრავლესობის ბედს ვერ წყვეტს.

ზუგდიდი ამ დროისთვის ერთადერთი საკრებულოა, რომლის უმრავლესობსაც ენმ დამოუკიდებლად აკომპლექტებს.

რაც შეეხება მერის არჩევნებს ზუგდიდში, აქ მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში ენმ-ს კანდიდატმა, ცნობილმა ექიმმა და ნიკა მელიას მამა ანზორ მელიამ ხმების 46.88% აიღო, ხოლო “ოცნების” წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ 41.15%. მე-3 ადგილზე გიორგი გახარია თანაგუნდელი და ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია გავიდა 11.13%-ით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.