ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, ის ცოცხალია. ე

რთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, საუბარია იმ ქალზე, რომელიც ნანგრევებში 2 შვილთან ერთად მოყვა. ბავშვები მაშველებს ჯერჯერობით არ უპოვნიათ.

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15-მდე საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი მაშველებს კონტქატი ჰქონდათ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.