„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მსვლელობას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მსვლელობას იწყებს.

მანამდე პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღევანდელ აქციასა და მსვლელობას მდუმარე ხასიათი ექნება და ის არ იქნება ისეთი ხმაურიანი, როგორც მანამდე იგეგმებოდა.

აქციის ზუსტი დრო პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ 8 ოქტომბერს გაასაჯაროვა. ამავე დღეს, მან თქვა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები „ქურდულად წაართვეს”. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება დღევანდელი აქცია.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.