ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ცხრა ოქტომბერს საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე #FreeSaakashvili/FreeMisha შეიკრიბნენ.

შენობასთან ერთ რიგად იყო გამოფენილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოები აშშ–ის ლიდერებთან, სახელწმიფო მდივნებთან, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებთან. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებასა და სამშობლოში მცხოვრებ თანამემაულეებს მოუწოდებდნენ არ ითანამშრომლონ “ქართული ოცნების” “კრიმინალურ ბანდასთან, რომელის მიზანია ქართული სახელმწიფოს ნარჩენების სრული მოსპობა”.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის ნანა ნიქაბაძის თქმით, ამ აქციით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს უნდოდათ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობა გამოეხატათ და ამერიკელების ყურადღება გაემახვილებინათ იმ ფაქტზე, რომ “საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი; მისი დაპატიმრების მიზეზი კი ცხადზე ცხადია – ქართველი ხალხი არ ნებდება რუსულ იმპერიულ ამბიციებს და საქართველოს საბოლოო ოკუპაციას ეწინააღმდეგება. წელს 100 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისგან და სიმბოლურია, რომ საუკუნის მერეც მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის ლიდერი პრორუსულ ძალას – “ქართულ ოცნებას” სრულიად აბსურდული ბრალდებებით ჰყავს დატყვევებული. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერას ნიშნავს”.

13 ოქტომბერს კი ფილადელფიაში ერთ-ერთი პირველი ქართული საწარმოს “ლაზიკას ჭაჭა”-ს ტერიტორიაზე ისევ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. “სიმბოლურია ეს აქცია გაიმართოს სწორედ ამ ტერიტორიაზე, რადგანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ლაზიკას ჭაჭას” გახსნას თავად დაესწრო, ხოლო ჩემი საწარმოს სახელწოდება მიშასთან იყო შეთანხმებული” – აღნიშნა “ლაზიკას ჭაჭას” მფლობელმა დავით ცქიფურიშვილმა.

ნანა ნიქაბაძე, აქციის ორგანიზატორი/ფოტო: ია მერკვილაძე

გარეკანის ფოტო: მაგდა ფორჩხიძე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.