პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი განცხადებას ავრცელებს.

ბესო ბენდელიანი: „მას შემდეგ, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება განაგრძობს ისეთივე ბინძური, ცილისმწამებლური და უკანონო მეთოდების გამოყენებას, რასაც პირველ ტურშიც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხევაში შეჩერდება ყველა ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, აღარ გაიცემა პენსია და სოციალური დახმარება და ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან . ცხადია ეს არის ტყუილი და ხელისუფლების უსუსური მცდელობა , როგორმე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე და დაშინების გზით გაიმარჯვოს არჩევნებში.

🟣 ჩემი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ იგეგმება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება;

🟣 გაიზრდება ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი;

🟣 რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას; სოფლების უმეტეს ნაწილში დაიგება ახალი გზა;

🟣 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაანაცვლებს უმოქმედო პოლიტელიტას.»

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.