თუ აშშ არ დამიცავს, ცუდი სიგნალი იქნება პროდასავლური ლიდერებისთვის – სააკაშვილი

„თუკი შეერთებული შტატები ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, საშინელ სიგნალს გაუგზავნის ყველა პრო-დასავლურ ლიდერსა და მოსახლეობას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი გამოცემა „ბლუმბერგისთვის“ გაგზავნილ წერილში.

გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ოთხშაბათს, 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში ასევე წერს, რომ ოქტომბერს, არჩევნების წინ, საქართველოში ჩავიდა, რადგან „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან აქვს შიმშილობა გამოცხადებული.ის ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

ხუთშაბათს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.