პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული SANGU-ში

13-17 დეკემბერს SANGU-ში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული გაიმართება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრენინგი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, ხოლო წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადა10 დეკემბერია.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

ეფექტური CV-ის შედგენა

როგორ განვსაზღვროთ წინასწარ CV-ის სტრუქტურა?
რა ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს CV
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები CV-ის შედგენისას?
Linkedin მნიშვნელობა და გამოყენება
დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები

რა მეთოდებს იყენებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეარჩევად
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გასაუბრების დროს
თვითპრეზენტაციისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა დამსაქმებელთან ურთიერთობისას
დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვება და სწორი კომუნიკაციის დამყარება
რა ძირითად შეცდომებს უშვებენ დასაქმების მსურველები გასაუბრებისას?
მიზნის მიღწევის ტექნიკები

როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?
როგორ ვიყოთ ბაზარზე მოთხოვნადები ჩვენს პროფესიაში?
როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?
მოტივაციის როლი მიზნების განხორციელებისას

სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში – 20

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბერამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.