ჩხოროწყუს ძველი საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას აპირებს

ჩხოროწყუს 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღებას განაგრძობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანახმად, დღეს, 24 ნოემბერს, საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებული სხდომა გამართა, სადაც ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი განიხილეს.

საკრებულოს თანახმად, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, „საკითხი მორიგ რიგგარეშე სხდომაზე გაიტანონ და დაამტკიცონ“.

„კომისიის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს პასუხი მერის მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ გასცეს. ამით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მუშაობა დაასრულა“, – წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხოროწყუს საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა 15 ნოემბერს დაიწყო. შემდეგ ეს 17 ნოემბერსაც განიხილეს საკითხი განიხილეს რიგგარეშე სხდომაზე.

ჩხოროწყუს 2021-2025 წლების საკრებულო ერთ-ერთია იმ საკრებულოებს შორის, სადაც მანდატთა 50 პროცენტზე მეტი „ქართულ ოცნებას“ არ ექნება.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ცდილობს ბათუმის „ძველი“ მოწვევის საკრებულოც.

ბათუმის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ დაჩქარებული წესით მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება იმიტომ ხდება, რომ „მომავალ საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება გაჭირდეს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს. მიზეზი კი ისაა, რომ საკრებულო ოპოზიციურია“.

ახლად არჩეული საკრებულოები მუშაობას ოფიციალურად არაუგვიანეს 13 დეკემბრიდან დაიწყებენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.