ირაკლი ბენდელიანი — შპს „ელფის“ საკითხზე შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერზე და მასში მონაწილე კომპანია შპს „ელფის“ ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილე პასუხობს. ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, არ არის გამორიცხული დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც კანონდარღვევაში მონაწილეობდნენ.
ბენდელიანი ადასტურებს, რომ ყველა ბაღის დირექტორს მიეცა წერილობითი მითითება, არ მოაწერონ ხელი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან არსებობს კითხვები, რომელიც ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.
„კომპანიამ უპრობლემოდ შეძლო სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მიღება და ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ეტიკეტირებას, ეს იქნება კომპანიისთვის კიდევ უფრო წამგებიანი. თუ ისინი აპელირებას დაიწყებენ ეტიკეტთან დაკავშირებით, გამოვა, რომ თვეების მანძილზე, ის კონკრეტული ქარხანა კონკრეტულ პროდუქტს უშვებდა ისე, რომ შეფუთვაში ეწერა ერთი კონკრეტული შემადგენლობა და რეალურად სულ სხვა პროდუქტი იყო. რაც შეეხება შიდა აუდიტის სამახურის უფროსს, გიორგაძე ვალდებულია პერიოდულად აწარმოოს შემოწმება. სწორედ ასეთი შემოწმებისას აღმოაჩინა მან კონკრეტული დარღვევები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.