ახალი ამბები

აწსუ-ის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვორქშოპი გაიმართა

აწსუ-ის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვორქშოპი გაიმართა

ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ეწვივნენ. ისინი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და ლაბორატორიულ პოტენციალს გაეცნენ. მოინახულეს ბიბლიოთეკა, ჰიდროელექტროსადგურებს და სხვ.

ვორქშოპი გაიმართა პროექტის „ჰიდროენერგეტიკის სფეროში პროფესიული პოტენციალის გაძლიერება“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ პარტნიორობით.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.

ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ჩართულობით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ჰიდროენერგეტიკის სწავლების სრულყოფას აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა პროფესიული პოტენციალის ამაღლების გზით.

პროექტის ხელმძღვანელმა პეტრ ნოვაკმა და პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ევა ბილკოვამ (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვორქშოპის ორგანიზებაში, რათა ის სასარგებლო და საინტერესო ყოფილიყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.