CIU სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით „ბიზნეს სამართლის კვირეული“ გაიმართა

6-10 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით „ბიზნეს სამართლის კვირეული“ გაიმართა.

კვირეული დისტანციური ფორმატით ჩატარდა, რომელშიც CIU-ს სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობდნენ. კურსი მიზნად ისახავდა, პროფესიული საქმიანობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას ბიზნეს და კომერციული სამართლის სფეროში, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა.

კვირეული 5 სალექციო კურსისაგან შედგებოდა, რომელსაც სამართლის სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებოდნენ:

თემა: „სამეწარმეო სამართალი“;
სპიკერი: როინ მიგრიაული, სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი;

თემა: „კონკურენციის სამართალი“;
სპიკერი: სოლომონ მენაბდიშვილი, სამართლის დოქტორი, კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი;

თემა: „კორპორაციული მართვა“;
სპიკერი: ბორის ჯანჯალია, კორპორაციული მართვის ექსპერტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპის და ცენტრალური აზიის გარემოს დაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის პროგრამის ოფიცერი; აბერდენის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო კომერციულ სამართალში;

თემა: „ელექტრონული კომერციის სამართალი“;
სპიკერი: ზვიად გაბისონია, სამართლის დოქტორი, CIU -ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში, BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორი, UG-ს სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი.

თემა: „საინვესტიციო სამართალი“;
სპიკერი: გიორგი ხატიძე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, ლივერპულის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში.

კურსის დასრულების შემდეგ, „ბიზნეს სამართლის კვირეულის“ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.