მიშელის, ალიევისა და ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში

დღეს, 14 დეკემბერს, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე,  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების პრობლემებს, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და ბაქოსა და ერევნის ურთიერთობების დარგულირებაში ევროსაბჭოს შესაძლო მედიაციას შეეხებოდა.

სამმხრივ შეხვედრამდე შარლ მიშელმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მისივე ინიციატივით სოჭის რეზიდენციაში 26 ნოემბერს შეხვდნენ.

ალიევი და ფაშინიანი პუტინს ხვდებიან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.